ირაკლი ლექვინაძე: შენობის შიგნით შესვლა რომ იყოს შესაძლებელი, აალების კერები ბოლომდე ლიკვიდირებული იქნებოდა
როგორც ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, შენობაში ცეცხლის ცალკეული კერები დარჩა, რომლის გავრცელების საფრთხეც არ არსებობს.
„ძლიერი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პერიოდულად ხდება შიდა კერების არსებობა. მთლიანობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. არანაირი საფრთხე, რომ ხანძარი შენობას გასცდეს, არ არსებობს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შენობის შიგნით ვერ ხერხდება მეხანძრეების შესვლა, შიგნით რომ იყოს შესაძლებელი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, შენობის შიგნით შესვლა რომ იყოს შესაძლებელი, აალების კერები ბოლომდე ლიკვიდირებული იქნებოდა“, – აცხადებს ლექვინაძე.