ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა არ შეწყდება სანამ არ იქნება საჯარო, ღია დაპირებები…

“დღეს ცესკომ თამარ ხიდაშელი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამ დროს სასამართლო დავა ჯერ კიდევ გრძელდება და კანონით ცესკოს გამარჯვებულის გამოცხადების უფლება არ ჰქონდა. საზოგადოებას კვლავ მიეცა საშუალება დარწმუნებულიყო, რომ შუალედური არჩევნები გაყალბდა! რომ პროცესი მართულია და სამართალს ვერსად იპოვი. მსურს გამოვეხმაურო კახი კალაძეს: შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ და არაერთხელ გამოვახატეთ. აქ არც ჩვენ და , ვფიქრობ, არც საზოგადოებას არავითარი კითხვები აღარ გვაქვს. დღეს ჩვენ უკვე 2016 წლის არჩევნებზე ვსაუბრობთ. ჩვენც და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გვჭირდება მყარი გარანტია, რომ 2016 წლის არჩევნები არ გაყალბდება. ჩვენ მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. ვერც დაბალი და ვერც მაღალი თანამდებობის პირი ვეღარ უნდა ახორციელებდეს ზეწოლას ამომრჩეველზე და ეს სისხლის სამართალის დანაშაულად უნდა განიხილებოდეს. უნდა შეიქმნას თანასწორი საარჩევნო პირობები ყველასათვის. სხვათა შორის, ეს ხელისუფლება სწორედ ამას გვპირდებოდა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. რატომაა გასაკვირი, რომ ჩვენ ხელისუფლებისაგან ვითხოვთ მისი დანაპირების აღსრულებას? გვაქვს სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად, ვფიქრობ, სავალდებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიეცემა. ამ საკითხების ირგვლივ ჩვენც მზად ვართ ვესაუბროთ ხელისუფლებას, მაგრამ შიმშილობა არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება ღიად და საჯაროდ არ დაგვპირდება, რომ საარჩევნო გარემო შეიცვლება, რომ ის სამი წლის წინანდელ დანაპირებს ბოლოს და ბოლოს შეასრულებს. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ 2016 წელს გამგებლები, სოფლის რწმუნებულები, მერები (სიით ხელში) არ იდგებიან საარჩევნო უბნის წინ და პოლიციის უფროსები „კეთილ რჩევებს“ არ მისცემენ ამომრჩეველს. თუ ეს ( ძალიან მარტივი) პირობები დაკმაყოფილდება, ჩვენ შიმშილობაზე უარს ვიტყვით. თუ არადა, შიმშილობაც გაგრძელდება და პროცესიც გაფართოვდება. ჩვენ არც უკან დავიხევთ და არც იმის საშუალებას მივცემთ ამ ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში თინა ხიდაშელის ავტორიტარიზმი დაამყაროს.” -წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...