https://www.youtube.com/watch?v=MerNLSLToro&feature=youtu.be
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოში არსებულ სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს
“დღეს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ოპტიმიზაციაზე თუ შემცირებაზე, ჩვენ ადამიანების ბედს ვეხებით.
ქართველი ხალხი იბრძვის გადარჩენისთვის, შენ რომ ხელისუფლება ხარ, შენ რომ სახელმწიფო ხარ, ყველაზე ხარ პასუხისმგებელი, თვითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. არ არის ეს ხელისუფლება პასუხისმგებელი, ამას ვხედავ დღეს.
გუშინ ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ანტიკრიზისული 9 პუნქტიანი გეგმა გააცნო საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც, ერთერთი მოწოდება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია სასწრაფოდ, ამ დღეებში. ამ კომისიაში უნდა შევიდნენ ექსპერტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოიწვიონ უცხოელი ექსპერტებიც და დაიწყოს ერთობლივად ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა და ამ გეგმის დადება უახლოეს დღეებში.
ამ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა არის ჰაერი, ეს მე სულ არ მახარებს. ეს შეიძლება ახარებს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც თვითონაც დაღუპა ეს ქვეყანა და ის კრიზისი რაც დღეს არის, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მმართველობის შედეგია, იმან დატოვა ეს კრიზისი და ის ფესვები დატოვა იმ წინა რეჟიმმა და მმართველობამ, ეხლა ჩვენ იმას ვიმკით რაც დაითესა !” -აცხადებს ინაშვილი