ირმა ინაშვილი “ნაცების” და “ქართული ოცნების” გარიგების შესახებ წერს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” და “ნაცების” გარიგების შესახებ სოციალურ ქსელში წერს

“მე ნათლად ვხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი და ეს ფრთები ერთმანეთს ებრძვიან. მე ვხედავ, რომ “ქართული ოცნება” ყოველ ამ ფრთასთან მუშაობს და ცალ-ცალკე ურიგდება მათ… და ეს გარიგება არის უსინდისობა იმიტომ, რომ ეს არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ ამ გარიგების შედეგად, 500 000 ხმა დაუწერეს ნაცებს და მთელი 27 დეპუტატი გააყვანინეს პარლამენტში, ესეც უსინდისობაა, ესეც არაა სიმართლე და არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ ამ გარიგებების შედეგად ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და ასეთი გადაწყვეტილების შედეგია უგულავას გათავისუფლება. ესეც უსინდოსობაა და არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ პოლიტიკაში დამკვიდრდდა უსინდისობა, ეკონომიკაში- ტყუილი, ხალხზე არავინ არ ფიქრობს. ხალხის ცხოვრება დღითიდღე უარესდება. ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ აფეთქებას, რასაც მოჰყვება მიტინგები და ამას შეეწირება ეს ხელისუფლება. მე ამას ვწინასწარვმეტყველებ. მეტს აღარაფერს არ ვიტყვი!” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...