ირმა ინაშვილი – საქართველო არ უნდა გახდეს დევნილი ლტოლვილებისათვის ბუფერული ზონა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის საგაზეთო ინტერვიუს შესახებ განცხადებას ავრცელებს

“კიდევ ერთხელ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის საგაზეთო ინტერვიუს შესახებ. როგორც ჩანს, სებასტიან კურცს საქართველო ბუფერული ზონა ჰგონია ან იმედი აქვს, რომ შესაძლოა გახდეს ბუფერული ზონა და ჩვენს ქვეყანაში გაიხსნას ლტოლვილთა ე.წ. შემაკავებელი ბანაკები. დიახ, რეალურად ეს ბანაკები სწორედ შემაკავებელი ბანაკებია. ჩვენ გვესმის, რა კატასტროფა მოხდა და ხდება სირიაში… ჩვენ თანავუგრძნობთ სირიელ ხალხს. ჩვენ გვესმის ევროპის. ვხედავთ, რომ ევროპას უჭირს მილიონობით ლტოლვილის მიღებასთან გამკლავება. და მიუხედავად ამისა, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ახლო აღმოსავლეთიდან თუ აფრიკიდან დევნილი ლტოლვილებისათვის არც ბუფერული ზონა და არც შემაკავებელი ბანაკების ზონა. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა, მისი შესაბამისი სტრუქტურები სათანადო საინფორმაციო საქმიანობას გაწევენ, რომ მსგავსი ტიპის აზრი სწრაფად აღიკვეთოს, როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვაგან, თუ კი ასეთი აზრი სხვა სივრცეშიც დაიბადება. როგორც ჩანს, საჭიროა მეტი კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, მის აპარატთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომ მომავალში სებასტიან კურცმა და სხვა ევროპელმა კოლეგებმა მათ განცხადებებსა თუ კომენტარებში საქართველოს სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია ასახონ და არა მათი კერძო ინიციატივები. ჩვენ, ასევე, იმედი გვაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ყველა ერთიან პოზიციაზე ვიდგებით!”

Comments
Loading...