ირმა ინაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს და თავმჯდომარეს ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა ირჩევდნენ და არა პარლამენტი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს და თავმჯდომარეს ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა ირჩევდნენ და არა პარლამენტი, – ასე ეხმაურება ირმა ინაშვილი მედიაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

„მთლიანად არის შესაცვლელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისი ბორდის დაკომპლექტების წესთან პარლამენტს. უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მე რომ შემეძლოს და ძალა მქონდეს უმრავლესობის, აუცილებლად შევცვლიდი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს – ის უნდა იყოს ჟურნალისტების ხელში. ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა არჩევდნენ ბორდს და არა პარლამენტი; ასევე დირექტორსაც. ამიტომ არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აცდა პოლიტიკურ ზეწოლას და წნეხს. და იქ არის სხვა დინებები, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გავლენები იგრძნობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ის უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფლება შენარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები აირჩევენ ბორდსაც და მენეჯერსაც“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

Comments
Loading...