ირმა ინაშვილი: სირცხვილი იმ ქვეყანას, სადაც ლევან თედიაშვილი შიმშილობს!
საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით „რესპუბლიკური პარტიის” ქმედებები და ბოლოს, საგარეჯოს რაიონში მომხდარი გაყალბება დასავლურ პოლიტიკას არ ემსახურება.
როგორც ირმა ინაშვილმა გადაცემაში „2030″ განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსი” უკან დახევას და დანებებას არ აპირებს, რადგან ყველასთის ცხადია თუ რა მოხდა საგარეჯოს რაიონში გამართულ შუალედურ არჩევნებზე.
„დავით უსუფაშვილის სიტყვები და საქმე ერთმანეთს შორდება. საერთოდ, „რესპუბლიკური პარტიის” სიტყვები და საქმეები ერთმანეთს შორდება. აქ არის განსხვავება ჩვენსა და მათ მსოფლმხედველობას შორის. ისინი არ არიან დასავლური ძალა. მე მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და დასავლურ ძალაში ნამდვილად არ გულისხმობენ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც არჩევნებს აყალბებენ. იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც თანამდებობას ბოროტად იყენებენ, იმ თავდაცვის მინისტრებს, რომლებიც გახარებულები მერე შტაბში სხედან, ოქმებს ითვლიან და აჯამებენ. სამარცხვინო იყო ეს საქციელი. თავდაცვის მინისტრს, რომლის ქვეყანასაც მიწების 22 პროცენტი აქვს დაკარგული, არ უნდა ჰქონდეს დრო, რომ საგარეჯოში იჯდეს და ოქმების შეჯამება აწარმოოს და მერე, ეს ბედნიერი სურათები გამოამზეუროს სოციალურ ქსელში. ამიტომ ვამბობ, არ იქნება უკან დახება. ძალიან კარგად მინდა, რომ დღევანდელმა ხელისფლებამ ეს გააცნობიეროს.
ხვალიდან საქართველოს დიდ ქალაქებში იწყება შიმშილობის პერმანენტული აქციები. მნიშვნელოვანია, რომ შიმშილობს არა მარტო ირმა ინაშვილი, არამედ ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, ლევან თედიაშვილი. სირცხვილი იმ ქვეყანას, სადაც ლევან თედიაშვილი შიმშილობს!”– განაცხადა ინაშვილმა.