ირმა ინაშვილი – SOS!!! ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების დეკლარაცია

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

“SOS!!!
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების დეკლარაცია,- საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ!
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს განამტკიცოს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მეტი პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების საჭიროებას, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას N 1115 (1997) რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 2013 წელს, რომელშიც რეკომენდებულია: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსესუსზე და განამტკიცებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ხასიათს“ და „მოუწოდებს პოლიტიკურ მოთამაშეებს განიხილონ რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემა დაფუძნებული ღია სიებზე, რომელიც როგორც ჩანს შეესაბამება თითქმის ყველა ან ყველა პოლიტიკური ძალის შეთანხმებას“.
სამწუხაროდ, არც ამ მიმართულებით, არც საარჩევნო კანონმდებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით (ამომრჩეველთა სია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესები, კამპანიის წესები, პარტიების საარჩევნო ნომრები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები) დღემდე შესაბამისი შესწორებები ინიცირებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეშფოთებული ვართ 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისაკენ ოპოზიციურ პარტიებთან, რათა მოძებნილ იქნეს კომპრომისი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
Tiny KOX – Netherlands, UEL
Andrej HUNKO – Germany, UEL
Georgios PSYCHOGIOS – Greece, UEL
António Filipe RODRIGUES – Portugal, UEL
Filiz KERESTECİOĞLU DEMİR – Turkey, UEL
Ertuğrul KÜRKÇÜ – Turkey, UEL
Hişyar ÖZSOY – Turkey, UEL
Florian KRONBICHLER – Italy, SOC
Dirk Van der MAELEN – Belgium, SOC
Andrei NEGUTA – Republic of Moldova, SOC
René ROUQUET – France, SOC
Stefan SCHENNACH – Austria, SOC
Talip KÜÇÜKCAN – Turkey, EC
Suat ÖNAL – Turkey, EC
Meritxell MATEU – Andorra, ALDE
Judith PALLARÉS – Andorra, ALDE
Damien THIÉRY – Belgium, ALDE
Carles JORDANA – Andorra, ALDE
Frédéric REISS – France, EPP/CD
Senad ŠEPIĆ – Bosnia and Herzegovina, EPP/CD
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ხელს აწერენ ევროსაბჭოს ყველა, 5 პოლიტიკური ჯგუფის წევრები. გაერთიანებული ოპოზიცია( დავით თარხან- მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია) მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს წევრების განცხადება ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. მით უფრო, რომ მსგავსი განხილვები იგეგმება ევროპარლამენტში და უახლოეს დღეებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზეც.
მოვუწოდებთ კვირიკაშვილის მთავრობას დაუყოვნებლივ განაახლოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოს შესახებ.”
-წერს ინაშვილი

Comments
Loading...