ირმა ინაშვილი – წარმოუდეგენლი ცინიზმია, რომ მერაბიშვილს დანაშული ვერ დაუმტკიცო

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

“ჩვენ არა გვყავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ელჩების დიდი ნაწილი სულისკვეთებით სააკაშვილის რეჟიმის თანაზიარია და უცხოეთში ან თაგვებივით ჩუმად სხედან, ან სააკაშვილის სასარგებლო საქმეებით არიან დაკავებულნი. ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებს ევროსასამართლოსა და სხვა ორგანიზაციებში არა სიმართლის მიღწევის, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეების დაცვაში ვუხდით ხელფასს. პარლამენტის სათანადო კომიტეტებმა 4 წელი ჩოხა-ახალუხზე კამათს შეწირეს. იმედი მაქვს, ლევან სტუკაჩოვი ნასიამოვნებია მერაბიშვილზე ევროსასამართლოს დღევანდელი განცხადებით. წარმოუდეგენლი ცინიზმია, რომ მერაბიშვილს დანაშული ვერ დაუმტკიცო და ვინმეს…თუნდაც, ევროსასამართლოს საშუალება დაუტოვო მისი ირიბი დაცვისა და გამართლების. აი, ამიტომ არ უნდა მოგცეთ ხალხმა ხმა.” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...