https://www.youtube.com/watch?v=Zv4txuWuH4k&feature=youtu.be
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი:
“ოპოზიციური პარტიის ლიდერი როცა ხარ, შენ გევალება არ იყო მტრულ რეჟიმში ხელისუფლებასთან, არამედ ობიექტურად შეაფასო არსებული რეალობა და ობიექტურად გაანალიზო პროცესები. მტრული რეჟიმები არ არის საერთოდ საჭირო, ამიტომ როცა ცივი გონებით ამ თემაზე ფიქრობ და აანალიზებ ვითარებას, ერთის მხრივ დამაკმაყოფილებელია ვითარება ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებები, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ დავდექით პრობლემის წინაშე, ანუ ახლა ჩვენ მოვისმინეთ განმარტება, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება დავაკავოთ პირი ჩვენ საზღვარზე, ჩვენივე მოქალაქე და მასზე ინტერპოლის მხრიდან ძებნაა გამოცხადებული , არ არის თან საქმე გადმოცემული, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ რა გამოგვდის, რომ ვერ ვიცავთ ჩვენ მოქალაქეებს? რას აკეთებს საზღვრის დაცვის პოლიცია? რა ფუნქცია აქვს მას? ან რატომ არ უნდა იყოს პირი ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მასზე ინტერპოლს ძებნა აქვს გამოცხადებული? ანუ ძალიან ბევრი შეკითხვაა. მე ვფიქრობ საკანონდებლო ლაფსუსები იქნება ამასთან დაკავშირებით და მეტად ჩაუღრმავდებით ჩვენ ამ თემას. გავრცელდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომ გადაეცა პერსონალური მონაცემები ამ ჯარისკაცის შესახებ უცხო ქვეყანას, ამაზეც მივიღეთ პასუხი, რომ არ გადაუციათ და გადასცეს მხოლოდ რაღაც მარტივი მონაცემი ინტერპოლს, ამ ხელისუფლებას ესე აქტიურად, რომ ემუშავა ინტერპოლთან სააკაშვილი დაკავებული უნდა იყოს დღეს. ამ ხელისუფლებას ესე აქტიურად, რომ ემუშავა ინტერპოლთან არც ადეიშვილს უნდა, მოხსნოდა ძებნა ინტერპოლის მხრიდან. ძალიან ბევრი პრეტენზიაა ოცნებასთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში და არც ეს არ არის ცერცვაძის დავაკების საკითხი მარტივი საკითხი, მე ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება და ეს გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე, რას ჰქონდა ადგილი? რა დარღვევები იყო და ვინ არის ამ პროცესში დამნაშავე? ვინ არის დამნაშავე, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამხედრო პირს აკავებენ საზღვარზე? არავის არ ვადებთ ბატონო ხელს . არც არავის არ ვაყენებთ კედელთან, უფრო მეტი მკაფიოობაა საჭირო. თორემ ჩვენ ხელისუფლება როცა იმაზე საუბრობს, რომ არავითარი ბერკეტი ხელში არ აქვს, მაშინ ვეკითხებით, როგორ იცავ შენ შენს მოქალაქეებს და მათ შორის სამხედრო პირებს, ანუ გამოდის ვერ იცავ.”