ირმა ინაშვილისა და პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ფიქრია ჩიხრაძე მივიდა
ირმა ინაშვილისა და პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ფიქრია ჩიხრაძე მივიდა. პრეზიდენტის მრჩეველმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება დიალოგზე წამოვა. „ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის მოთხოვნები, რომელიც აბსოლუტურად ნაცნობია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალებისთვის მმართველი კოალიციისათვის, იმიტომ რომ ის ადამიანები თვითონ იყვნენ მოშიმშილეების როლში, რომ დავიწყოთ დიალოგი ამ საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.