ირმა ნადირაშვილი ირაკლი სესიაშვილს სპეციალურად დანიშნული კომიტეტის სხდომის მოწვევას სთხოვს
ირმა ნადირაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარეს მიმრთავს. „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილ მოუწოდებს, მოიწვიოს სპეციალურად დანიშნული კომიტეტის სხდომა, სადაც შესაძლებელი იქნება ათასობით უმუშევრად დარჩენილი სამხედროს საკითხებს განიხილვა.
„დღეს პარლამენტში სტუმრად არიან გათავისუფლებული ოფიცრები თავდაცვის სამინისტროდან, მე მქონდა ორ დღიანი კომუნიკაცია პარლამენტის აპარატთან რომ ოფიცრებს ქონოდათ შესაძლებლობა სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილიდან თვალი ედევნებინათ პარლამენტის სხდომისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავარწმუნე პარლამენტის თანამშრომლები რომ მათი შემოშვება აქ ნაკლებად საფრთხის შემცველია ვიდრე წითელაშვილის დაცულ ობიექტებზე, ჩვენ თავდაცვის სამინისტრომ მშრალი განცხადებით გვაცნობა რომ რეორგანიზაცია მის სტრუქტურებში დამთავრებულია და ამ მშრალი განცხადების უკან დგას ათასობით დამსახურებული ოფიცრის ძალიან მძიმე ისტორია,
მაგალითად: რატი გათუა რომელიც დღეს პარლამენტშია ის ოთხი შვილის მამაა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის არის სამხედრო პოლიციის კაპიტანი, სერგო კისელერი სამოქალაქო პირი მისი ოჯახი მეორე შვილს ელოდება, ირაკლი ფაილაძე უფროსი ლეიტენანტი, რომლის გადამზადებაში სახელმწიფომ 10000 ლარი დახარჯა და ასეთი ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, შოთა მათითაიშვილი აღმოსავლეთ ბატალიონში მსახურობდა 6 წლის განმავლობაში, მის მეუღლეს ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემბი, რის თაობაზეც წერილობით აცნობა ბატონმა შოთამ იზორიას და სამაგიეროდ მიღო მესიჯი 19 თებერვალს ნათლიღებას, მინისტრმა ნათლიღება მიულოცა და უსურვა რომ უფალს ებარებოდეს.