“ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს, ეს არის მორიგი აბსურდი”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების ამოქმედების თარიღს ფოკუსს და აბსურს უწოდებს. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს. ეს არის მორიგი აბსურდი, რომელშიც „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ, რაც არ უნდა გადწყვიტონ, რა სისულელეც არ უნდა გამოაქვეყნონ, ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს. ამიტომ, ვურჩევ მათ, თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას და ნორმალურ, თანაბარ, მშვიდ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Comments
Loading...