ISIS-ის მებრძოლების აუდიომიმართვა ქართველებს
„ისლამური სახლემწიფოს“ მებრძოლებმა გუშინ 29 დეკემბერს ღამის 7:52 წუთზე ტწიტტე-ზე ქართული აუდიო ჩანაწერი სათაურით „ჩევნც თქვენთან ერთად დაველოდებით“ გამოქვეყნა.
ISIS-ის ქართველი მებრძოლების აუდიომიმართვა 28 წუთს გრძლედება და მასში მოწოდებულია ქართველების მიმართ მუსლიმებისგან თავდასხმა.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია, – “ესბრძოლა ეხება ყველა მუსლიმანს. ყველამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მასში მისი რელიგიის დაცვისთვის, ცხოვრებისთვის, ქონებისთვის, ნამუსისთვის და მისი ღირსებისთვის. მიიღეთ მონაწილეობა თქვენს ბრძოლაში. დაესხით თავს, არ დასუსტდეთ”, – აცხადებს ალ-ბაღდადი აუდიომიმართვაში.
ბოლო 7 თვის განმავლობაში, ეს ალ-ბაღდადის პირველი მიმართვაა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ISIS-ის წევრებისგან ქართული მუქარის შემცველი მიმართვა 11 ნოემბერსაც გავრცელდა.
ვიდეო მიმართვა ფაცებოოკ-ის გვერდზე, დახურულ ჯგუფ “დაულაში” გავრცელდა, სადაც მხოლოდ ვიდეო კადრებში აღბეჭდილი ადამიანების ფოტოებია.
დახურული ჯგუფის ადმინიტსრატორები კი აჰმათ ქართველიშვილი, აჰმად ჯურჯი და ისლამური მოძრაობაა.
როგორც ვიდეო მიმართვაშია ნათქვამი სულ მალე დადგება ის დრო, რომ ადამიანები, რომლებიც ისლამს პატივს არ სცემს და მათ მიმართ რაიმე ჩაუდენით თავებს დააჭრიან.
ადამინი, რომელიც აღნიშნულ კადრებში ჩანს, სავარაუდოდ აჭარის რეგიონიდან სირიაში წასული ქართველი მუსლიმი უნდა იყოს.
როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, – „მინდა მივმართო საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ისლამს ებრძვიან. დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით თქვენი თავების დაჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველომდე ვერ მოაღწევს, თუმცა უნდა შეგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც საქართველოში იყო ხალიფატი“, – აცხადებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ქართველი მებრძოლები.