ISIS-ის მებრძოლებმა მძევლად აყვანილი 20 ადამიანი მოკლეს

ბანგლადეშის მთავრობის ინფორმაციით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის დედაქალაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიჭრნენ, მძევლად აყვანილი 20 ადამიანი მოკლეს.

BBC-ის ინფორმაციით, ექვსი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ხოლო ერთი დაკავებულია.

მძევლად აყვანილებს შორის უცხო ქვეყნის – იტალიისა და იაპონიის მოქალაქეები იყვნენ.

კაფეში, სადაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, აფეთქება და სროლის ხმა ისმოდა. სროლის ხმა დაახლოებით, ერთ საათში შეწყდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Comments
Loading...