ISIS-მა ავღანეთის რამდენიმე რაიონი აიღო და ხალიფატის დაარსებას შეუდგა
ISIS-ის ბოევიკებმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე რაიონის აღება შეძლეს და იქ თვითგამოცხადებული ისლამური ხალიფატის დაარსებას შეუდგნენ.
ბრიტანული გამოცემა Times-ის ცნობით ,” ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ჯალალაბადის სამხრეთით მდებარე 4 პროვინცია ჩაიგდეს ხელში . ISIS-ს ერთგულება 1600-მა მებრძოლმა შეჰფიცა.
დამპყრობლების მიერ დაწესებული კანონები იგივე სისასტიკით გამოირჩევა, რაც ამ დაჯგუფებას ახასიათებს ერაყსა და სირიაში. წერს გამოცემა. კერძოდ, ეს ეხება ყურანის კანონების მკაცრ დაცვას, საჯარო თავის მოკვეთას და გამოძალვებს. ავღანეთში მათ მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი ვიდეო კადრები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში.
წყარო
postalioni.com