“ისლამური სახელმწიფო” დაფინანსებას 40 ქვეყნიდან იღებს”
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “ისლამური სახელმწიფო” დაფინანსებას 40 ქვეყნისგან იღებს. ამის შესახებ პუტინმა “დიდი ოცეულის” სამიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პუტინმა განაცხადა, აუცილებელია ტერორისტების მიერ ნავთობისა და ნავთობროდუქტების უკანონო გაყიდვა და მისგან შემოსავლის მიღება აღიკვეთოს.