„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა პალმირას დიდი ნაწილი დატოვეს
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქ პალმირას დიდი ნაწილი დატოვეს.
სამთავრობო ძალები ექსტრემისტების წინააღმდეგ დასავლეთ რაიონებში ბრძოლებს განაგრძობენ და ცენტრისკენ მიიწევენ, თუმცა ამას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მებრძოლებს სახლები და გზები დანაღმული აქვთ.
პალმირაზე შეტევა იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
პალმირა უძველესი ქალაქია, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია.