„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთის ჩართვას რუსეთი მიესალმება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი მიესალმება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების – „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება მიმართული. ამის შესახებ პესკოვმა დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაში ISIS-ის პოზიციებზე ავიადარტყმების დაწყების კომენტირებისას განაცხადა. ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ მხარს უჭერს ფართო კოალიციის შექმნას.
„ამ საკითხში რუსეთის კარი ღიაა. მიმაჩნია, რომ კოალიციის შექმნის შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედებები უფრო ეფექტური გახდება“, – განაცხადა პესკოვმა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის საბადოებზე ავიადარტყმები განახორციელა. დაბომბვაში Tornado-ს ტიპის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

Comments
Loading...