“ისლამურმა სახელმწიფომ” კანისმჭამელი მწერი გაავრცელა

სააგენტო Daily Mail-ის ინფორმაციით, სირიაში კანის მჭამელი მწერი გავრცელდა, რომელზე პასუხისმგობლობაც „ისლამური სახელმწიფოს“ ეკისრება. ადამიანთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაფიქსირდა ლეიშმანიოზის 500 შემთხვევა 12 თვის განმავლობაში.

ქურთების ჰუმანიტარული დახმარების არასამთავრობო ორგანიზაციის მეთაური, დილქაშ აისა აღნიშნავს, რომ „ იმ აქტებს შორის რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააკეთა უდანაშაულო ხალხის მისამართით, ლეიშმანიოზის გავრცელება მთავარი ფაქტორია“ .

„ჩვენი საუკეთესო მცდელობების მიუხედავად, ჰუმანიტარული დახმარებების საჭიროება იზრდება, 4 წლიანი კრიზისი სირიის მდგომარეობას აუარესებს“ , – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, იუწყება Daily Mail.

Comments
Loading...