იტალიაში ქართველი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
იტალიაში, ქალაქ ბარის ერთ-ერთ სკვერში ქართველი შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც „ინფო 9“-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის ოჯახი იტალიაში საქართველოს საკონსულოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს და ამის შემდეგ სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.