იცოდით რომ თბილის ქვეშ უზარმაზარი საიდუმლო გვირაბებია?

“ფეისბუქის” გვერდზე “მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები” თბილისის შესახებ ერთ-ერთ ისტორიას აქვეყნებს.

როგორც ინფორმაცია აღნიშნული, თბილისის ქვეშ უზარმაზარი გვირაბებია, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს.

“იცოდით რომ თბილის ქვეშ უზარმაზარი საიდუმლო გვირაბებია? მას მიწისქვეშა თბილისს უწოდებენ. გვირაბის შესახებ გარკველ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო ადევს.მათი მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და იყენებდნენ მაღალჩინოსნები საშიშროებების დროს.გვირაბები მოიცავს ოთახებს, სადაც ინახებოდა საიდუმლო მასალები და უკავშირდებოდნენ კრემლს.ერთი გვირაბის სიგრძე 1300მეტრია.ის ისეა აშენებული რომ ატომურ დარტყმასაც უძლებს.მისი მშენებლობა 4 წელი გრძელდებოდა და ასობით გერმანელი ტყვე ღებულობდა მონაწილეობას მშენებლობაში.დღეს ეს გვირაბი სრულიად მივიწყებულია,თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებიც თავიანთ თავს დიგერებს” უწოდებენ. „დიგერი“ ინგლისური სიტყვაა და მთხრელს ნიშნავს.ეს ადამიანები დღესაც იკვლევენ თბილისის მიწისქვეშა ქალაქს.ფოტოზე ხედავთ ნახაზს რომელიც ასახავს გვირაბებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Comments
Loading...