იუნკერი: ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყნის დატოვებამ, შესაძლოა ბალკანეთში ახალი ომი გამოიწვიოს
იუნკერი: ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყნის დატოვებამ, შესაძლოა ბალკანეთში ახალი ომი გამოიწვიოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე სხვა ქვეყნები არ უნდა წაახალისოს, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა დასავლეთ ბალკანეთში ახალი ომი გამოიწვიოს,-ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, Brexit-ის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის დადებითი დამოკიდებულება გასაკვირი და შემაშფოთებელია, მაგრამ იუნკერი მიიჩნევს, რომ ტრამპმა ევროპის რთული ისტორია არ იცის.
“აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ვუთხარი:” ვამბობ, რომ ევროკავშირის დატოვებაზე სხვა ქვეყნები არ უნდა წაახალისოთ, რადგან, თუ ევროკავშირი დაიშლება, თქვენ დასავლეთ ბალკანეთში ახალ ცივ ომს მიიღებთ”, – განაცხადა იუნკერმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე სხვადასხვა ქვეყანა ინფორმირებული იყოს. “თუ დავტოვებთ, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სერბეთის რესპუბლიკას, მაკედონიას, ალბანეთს, ყველა ამ ქვეყანას, ჩვენ კიდევ ერთხელ ომს მივიღებთ”, – განაცხადა მან.
ipress.ge