„იურისტი ხართ თუ მქსოველი?“ – ცხარე კამათი ნიკა გვარამიასა და მამუკა მდინარაძეს შორის
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს შორის ცხარე კამათი მოხდა.
მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანისთვის ქრთამის მიცემაში დაადანაშაულა.
„თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა მთელი ოთხი წლის განმავლობაში. ამის გამო მოხდა, რომ ფულს იღებდა კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც. სუს-ის აგენტი იყავით ჩვეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი იყო, რომელიც გაყიდეთ ჩვეულებრივ“, – მიმართა გვარამიამ მდინარაძეს.
თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება“.
“სოფლის ორღობეში ხომ არ ვართ, ასე რომ ვილაპარაკოთ? საზოგადოებას ვცემ პატივს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.