ივანიშვილი: ამდენი ტელევიზია არასდროს ყოფილა საქართველოში

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მაუწყებლებთან დაიწყო. მედიასთან შეხვედრა ოქროყანაში მდებარე „ტექნოპარკში“ მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილმა შესავალ სიტყვაში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა.

„სად არის დღევანდელი საქართველო, ისევ თქვენით დავიწყებ. თუ გაქვთ კითხვები და პრეტენზიები, გიპასუხებთ. მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, ამდენი ტელევიზია არასდროს არ ყოფილა საქართველოში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ცოტა ხნის წინ მის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით საუბრობს, რის შემდეგაც, კითხვებს 2 საათის განმავლობაში უპასუხებს.

შეხვედრაზე მიწვეულნი არიან „მაესტრო“, „იბერია“, „ტაბულა“, „იმედი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „კავკასია“, „GDS“.

Comments
Loading...