ივანიშვილი: ეკონომიკა ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემად ეკონომიკას ასახელებს.

როგორც ივანიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ეკონომიკაა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება 3-4 წელიწადში შეუძლებელია.

„შევჩერდები ეკონომიკაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევაც სწორედ ეს გახლავთ.

ცდუნება დიდია იმისა, ხელისუფლებას მივაბრალოთ, რომ მან ვერ შეძლო 3-4 წელიწადში და პრინციპულად ვერ მოახერხა გადაეტეხა ეს პრობლემა, რაც თეორიულად შეუძლებელია, ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა 3-4 წელიწადში, მაქსიმუმი გაკეთდა,დანარჩენს კი სჭირდება 10-15 წელიწადი და თუ ჩვენ ვიქნებით სტაბილურები, ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში მოვახერხოთ და ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მედიას ოქროყანაში მდებარე „ტექნოპარკში“ ხვდება.

შეხვედრაზე მიწვეულნი არიან „მაესტრო“, „იბერია“, „ტაბულა“, „იმედი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „კავკასია“, „GDS“.

Comments
Loading...