ივანიშვილი მარგველაშვილზე: “კიდევ ბევრს გავიხსენებ და გარეთ გამოვიტან რა ხდება რეალურად”
ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მასსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირებაზე ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„ერთ-ერთიკამათის საგანს შევახსენებ მარგველაშვილს. რაც გარეთ არ გამომიტანია ერთ-ერთს გავიხსენებ და კიდევ ბევრს გავიხსენებ და გარეთ გამოვიტან რა ხდება რეალურად და დავხატავ სურათს, ოღონდ ახლა არა, როდესღაც. სანამ ჩვენი მოთხოვნით დავშორდებოდით. მე ვუთხარი, მეტი აღარ დარეკო-თქო და დავემშვიდობე.
იყო ბობოყვათის აგარაკი. მოისურვა ბობოყვათის აგარაკი. მე ვუთხარი როგორ უნდა იკადრო ბობოყვათის აგარაკი? ეს არ იყო მისი კუთვნილება და რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემდა. ეს თემაც ნამდვილად იყო ჩვენი კამათის და უთანხმოების მიზეზი”,– განაცხადა ივანიშვილმა.