ივანიშვილის მაგნოლიას გადასატანად ასწლოვან ევკალიპტის ხეებს ჩეხავენ
ქობულეთში ბობოყვათის ტერიტორიაზე ამ წუთებში ასწლოვანი ევკალიპტის ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. შესამაბის ინფორმაციას და ფოტოებს “რუსთავი 2”- ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხეების ტოტები ხელს უშლის მაგნოლიის ხის გამოტარებას, რომელიც ციხისძირიდან შეკვეთილში ბიძინა ვანიშვილს მის ტერიტორიაზე გადააქვს.
ადგილობრივები მოჭრილი ხის ტოტებს აგროვებენ და სახლში მიაქვთ. რაც შეეხება მანქანას, რომელზეც მაგნოლიის ხე დგას, ის სავარაუდოდ ევკალიპტის ხეების გაჩეხვის შემდეგ დაიძვრება.
newposts.ge