,,ივანიშვილმა ჩვენს მოქალაქეებს ოცნება წაართვა მაგრამ რუსთავი 2-ს ვერ წაართმევს“ – მიხეილ მაჭავარიანი

,,ივანიშვილმა ჩვენს მოქალაქეებს ოცნება წაართვა მაგრამ რუსთავი 2-ს ვერ წაართმევს“ – ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

”ეს არის ბიძინა ივანიშვილის ახირება და ვერავინ უბედავს, რადგან პირდაპირ უხსნის მათ, რომ რუსთავი 2-თან ერთად არჩევნებზე წასვლა წაგებაა. ივანიშვილმა ჩვენს მოქალაქეებს ოცნება წაართვა მაგრამ რუსთავი 2-ს ვერ წაართმევს“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის სერგო რატიანის თქმით, ივანიშვილი მზად არის საკუთარი ინტერესების გამო გაცვალოს ქვეყნის ინტერესები.

“განაჩენი, რომელიც დღეს იქნა გამოტანილი, დაწერილია ბიძინა ივანიშვილის მიერ და უბრალოდ დღეს გახმოვანდა სასამართლო დარბაზში. ივანიშვილი მზად არის საკუთარი ინტერესების გამო გაცვალოს ქვეყნის ინტერესები“ – აღნიშნა რატიანმა.

Comments
Loading...