“ივანიშვილს თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია…. შემეცოდა თან”- სერგი კაპანაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, “ეჭვი აღარაა, რომ ივანიშვილმა არ შეიძლება საქართველო მართოს”.

ასე ეხმაურება კაპანაძე, გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ბიძნა ივანიშვილის ინტერვიუს.

“სამი წლის წინ, როდესაც ივანიშვილმა არასამთავრობოებთან გამართა შეხვედრა და მერე პირდაპირ ეთერში “სერგო და ელენა” გალანძღა, დავწერე, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და რომ მისი პრობლემა ისაა, რომ თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ყველაზე მეტი ძალაუფლება და ფული აქვს.

გუშინ დავრწმუნდი, რომ ეს პრობლემა გაასმაგებულა. ეჭვი აღარაა, რომ ამ ადამიანმა არ შეიძლება საქართველო მართოს. ღირსების შემლახველია, დამრთგუნველი და სამარცხვინოა. შემეცოდა თან” – წერს კაპანაძე.

Comments
Loading...