ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავს
დავით სერგეენკოს თქმით, სასწრაფო გამოძახების რაოდენობის ზრდის გამო, შეიქმნება სპეციალური სადისპეჩერო, რომელიც გრიპის ვირუსით დაავადებულებს ოჯახის ექიმთან გადაამისამართებს.
“ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც ამ წლის იანვარ-თებერვალში გქვონდა. ეს არ არის ეპიდემია, თუმცა იმის გამო, რომ მნიშვნელოვანდ არის გაზრდილი მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში, გუშინდელი მდგომარეობით 502 ზარი დაფიქსირდა, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა ყო გრიპის ვირუსის გამო. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რაზეც ჩვენ ამ წლის იანვარში ვმუშაობდით სამი კვირის განმავლობაში. დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე ზარები და ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. ეს იქნება ქმედითი ზომები, რომე გაზრდილი ავადობის სურათი ვმართოთ. ასევე, საზოგადოებას მინდა მივმართო, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასწავლო დაწესებულებები, რომლებშიც მოსწავლეთა არდამსწრეთა რაოდენობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიხურება.