ჯანგირაშვილი: ქვეყანაში ერთი კაცია, რომელიც ყველაფერს ალაგებს და თვითონ ამაყობს ხოლმე ამით
ტელეკოპანია “კავკასიის” ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილი “შაბათის კურიერში” საუბრისას აცხადებს, რომ ის პროცესებს რაც “რუსთავი 2″ის ირგვლივ მიმდინარეობს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მართავს. მისი განცხადებით, მან საწადელს მიაღწია თუმცა სტრასბურგის სასამარტლომ ხალხს იმედი გაუჩინა, რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც მას სურს.
“მე როგორც ვიცი ამ ქვეყანაში ერთი კაცია, რომელიც ყველაფერს ალაგებს და თვითონაც ამაყობს ხოლმე იმით როგორ დაალაგა ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ეს განლაგება რომელიც ჩვენ მივიღეთ არის მისი დალაგებული. ერთადერთი რამაც პრობლემა შეუქმნა ეს არის “რუსთავი 2″-ის საქმე რომელზეც წვალობს უკვე წელიწად ნახევარზე მეტია. ჯერჯერობით შედეგი ვერ დადო, პრინციპში, დადო შედეგი მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ გაგვიჩინა ყველას იმედი, რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ipress.ge