ჯეჯელავა: ყველა პრინცესა ელოდება კაცს, რომელმაც უნდა უშველოს, თავის თავს რატომ არ შეუძალია უშველოს?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქართული ზღაპრები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“ მინისტრმა იმ ზღაპრებზე ისაუბრა, რომლებშიც პრინცესები ფიგურირებენ.
„ტყეში რაც ხდება, ის არ მომწონს, რადგან უფასოდ არავინ არავის ეხმარება. ტყეში აღებ-მიცემობა მიდის. პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამ საერთო შეავმჩნიე, რომ ყველა პრინცესა ელოდება ვიღაცას – აუცილებად კაცს, რომელმაც უნდა უშველოს და თავის თავს რატომ არ შეუძლია უშველოს? მგონია, რომ ეს ამბები გოგონებს შეიძლება არწმუნებდნენ, რომ შენ აუცილებლად კაცმა უნდა გიშველოს და რაღაცები მოგიგვაროს“, – აღნიშნავს ჯეჯელავა.