ჯონ ქერი: ეს არის საზარელი თავდასხმა უდანაშაულო ხალხზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ნიცაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს.

“დღევანდელი საზარელი თავდასხმა ნიცაზე არის თავდასხმა უდანაშაულო ხალხზე იმ დღეს, როდესაც ზეიმობენ თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას”, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი.

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ამ დროის მონაცემებით 84 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

18 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

Comments
Loading...