„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ხვალ 15 აპრილს, კომპანია „თელასი“, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გლდანის რაიონის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 15 აპრილს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას, გლდანის საპატიმროს, ბეტონის ქარხანას, ჰაიდელბერგცემენტს.

წყალმომარაგება 15 აპრილს საღამოს 21:00 საათიდან, აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს“ – აცხადებენ კომპანიაში.

Comments
Loading...