„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მაგისტრალურ ქსელზე სამუშაოებს ასრულებს
კომპანიის ინფორმაციით, დაზიანება, თემქის მე-4 მიკრორაინში, 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალურ ქსელზეა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე მოძველებული ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია.
ქსელის დაზიანებული მონაკვეთი სამი მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ფოლადის მაგისტრალური ქსელის მთლიანობის აღსადგენად, ტექნიკური ჯგუფები ურთულეს შედუღებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც, დღეს, 20:00 საათიდან, ხვალ 08:00 საათამდე, წყალმომარაგება გლდანის რაიონში გმირ კურსანტთა ქუჩას, ნაძალადევის რაიონში კი, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის დასახლების ნაწილს, ცოტნე დადიანის, თიანეთის, ჩარგლის ქუჩების ნაწილსა და გვაზაურის მე-2 გასავალს შეეზღუდება.
დროის აღნისნულ მონაკვეთში შეზღუდვა ჟინვალის, ზიგზაგის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, მეუნარგიას, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.