ჯვაროსნული ომები (I,II,III და IV ლაშქრობები)

ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები.
საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულა იერუსალიმის,წმინდა მიწის ისტორიაში.
———————————————————————————–
———————————————————————————–

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. ვინაიდან თურქ-სელჩუკთა იმპერია საგრძნობლად გაძლიერდა,მუსლიმანები კი საფრთხეს წარმოადგენდნენ ქრისტიანული სამყაროსთვის, მუსლიმანთა წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. პაპმა გაითვალისწინა ევროპაში შექმნილი ვითარება, მეტადრე ულუკმაპუროდ დარჩენილი რაინდები, რომელნიც ქონებას ომის დროს აგროვებდნენ. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა. ასე რომ უარის სათქმელად მიზეზს ვერ ხედავდა.


ჯვაროსნების კონსტანტინოპოლში შესვალა, ჟან ფუკე
აგვისტოს შუა რიცხვებში ოთხი მთავარი არმია გეგმის მიხედვით დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ, 1097 წლის აპრილისთვის ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ძველ ბიზანტიელთა ქალაქი. ალყაშემორტყმული ნიკეა მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად მალევე დაიპყრეს და რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ, ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება “პილიგრიმმა მეომრებმა” მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში, იერუსალიმისკენ კი გზა ხსნილი იყო.
1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს.
საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი.რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.


იერუსალიმის ალყა, შუა საუკუნეების მანუსკრიპტი.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა
დაიწყო 1145 წელს, ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა და ეს იყო პირველი ჯვაროსნული ბრძოლა, რომელსაც ევროპელი მეფეები ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია) ხელმძღვანელობდნენ. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადალახა ევროპა,შეფერხდა ბიზანტიასთან, რომლის გადალახვის შემდეგ ორივე მეფის არმია დამოუკიდებლად დაამარცხა თურქ-სელჩუკებმა.


ედესას დაცემა (1140) იყო მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის პირდაპირი მიზეზი
ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. (მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა) გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.
ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და მისი გარდაცვალების შემდეგ განაგრძო კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. ამ ლაშქრობის წინაპირობა გახდა მიზეზი სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობისა.


აკოს ალყა იყო პირველი დიდი დაპირისპირება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის გადამწყვეტი ეტაპები რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის მიმდინარეობდა. ამ დროისთვის რიჩარი მიატოვეს ევროპელმა მონარქებმა, რადგანაც იერუსალიმის აღების შემდეგ, ვინ იმეფებდა იქ ვერ შეთანხმდნენ. 20 აგვისტოს რიჩარდი გაემართა იაფასკენ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. მიუხედავად რიცხვობრივი უპირატესობისა სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა.


სალადინი
საბოლოო ბრძოლა რიჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.
2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლეოდათ. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.


რიჩარდ ლომგული
იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავი შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვა

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
1204 წელს ჯვაროსნებმა ბონიფაციუს I მონფერატის მეთურობით კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს,რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.


კონსტანტინოპოლის აღება
ეჟენ დელაკრუა-1840
(1202—1204)

Comments
Loading...