კახა კალაძე: დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებრეთ “ნაციონალების” პროპაგანდისტულ გიპნოზს?!

“დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და  გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებრეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ გიპნოზს და დაიჯერეთ რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? რისგან, ვისგან?” – ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “რუსთავი 2” -ის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა– ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა? სირცხვილია როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში.

კიდევ ერთხელ გააცნობიერეთ, რომ დავაში მოგებული მხარე არის ის პიროვნება , ვისაც ტავის დროზე აყიდინა ეს ტელევიზია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, დავაში მონაწილეობენ მხარეებად სააკაშვილთან ამჯერად კარგად მყოფი და მეორეს მხრივ მისგან შერისხული, მაგრამ როდესღაც აგრეთვე კარგად მყოფი პირები. ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებიტაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოებს წარმომადგენლები…..

მოკლედ ერთს ვიტყვი– უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას- იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად, და როცა აღწევენ მიზანს მერე ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული. ის რაც ამ დღეებში რუსთავი ორის ირგვლივ ხდება მაგის მაჩვენებელია– თავისუფალი სიტყვის, ნების და განწყობების მქონე ხალხი ყვირის იქ სადაც სალაპარაკოც კი არაფერია და თხოულობს იმას რაც უკვე ისედაც ხელში აქვთ.

ეს არის ჩემი მოსაზრება რუსთავი 2-თან დაკავშირებით.” – განაცხადა კახა კალაძემ.

ipress.ge

Comments
Loading...