კახა კალაძე: დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ოპერატორებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საზოგადოებას ერთსულოვნებისა და სამოქალაქო შეგნებისთვის მადლობას უხდის.

კახა კალაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში მადლობა მედიის წარმომადგენლებსაც გადაუხადა.

„თვალი გადავავლე საზოგადოების მოსაზრებებს სოციალურ ქსელში და მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო,იმ ერთსულოვნებისა და სამოქალაქო შეგნებისთვის.

მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ვინც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ამ ყველაფერში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Comments
Loading...