კახა კალაძე: “გაზპრომთან” მივაღწიეთ მაქსიმუმს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით

ენერგეტიკი მინისტრის კახა კალაძის განმარტებით 2017 წელს “გაზპრომთან” გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება არის მოკლევადიანი. პირველ წელს ქვეყანა გატარების საფასურც ნდელეულის სახით მიიღებს, ხოლო მეორე წელს ფინასურით.

” 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა ის ხელშეკრულება რომელიც 1 წლით იყო გაფორმებული და ვიყავით ხელშეკრულების გარეშე. შეთანხმება რომელიც შედგა ეს არის მოკლევადიანი. ჩვენ გავაფორმეთ 2 წლიანი ხელშეკრულება.

რაც შეეხება პირველ წელს, ეს არის განსხვავებული მეორე წელთან, ნედლეულის სახით ვიღებთ გატარების საფასურს. პირველ წელს ჩვენ არანაირ განსხვავებას არ ვღებულობთ, მეორე წელს არის ფინანსური განსხვავება.

რა თქმა უნდა, თუ ერთი და იგივე შედეგი იქნებოდა აზრი არ ექნებოდა და  შეიძლება ისევ ნედელულის სახით მოგვეღო 10% და ამაზე მომხდარიყო შეთანხმება.

რა თქმა უნდა, არის განსხვავება, თუმცა არის მეორე თემა – პოლიტიკური. ამ სიტუაციაში ეს იყო სწორი რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

აქ არ იყო მხოლოდ და მხოლოდ “გაზპრომის” მოთხოვნებზე დათანხმება, ეს იყო რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები. იყო შეხედრები რომელიც აბსოლუტურად უშედეგოდ სრულდებოდა. აბსოლუტურად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები, თუმცა ბოლო შეხვედრებზე გამოიკვეთა რაღაც წერტილები, სადაც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა. ეს არ იყო  ის, რომ გაზპრომმა დაგვიწერა ხელშეკრულება ჩვენ, ამაზე წამოდით და ჩვენ დავთანხმდით. ბოლო შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას.

ახალი ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე არის მაქსიმალური შედეგი პოლიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით.

მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა. ვინარჩუნებთ სატრანზიტო ფუნქციას, შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ გადახდის ფორმა.

თუ ქვეყანს ექნება იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ შიდა მოხმარებისთვის წამოიღოს დამატებითი მოცულობები, აქაც ჩვენ 30$ ნაკლები ფასი მივიღეთ. შარშანდელთან შედარებით 215-ის ნაცვლად 185$ გვექნება შესაძლებლობა წამოვიღოთ ბუნებრივი აირი, თუ ამის აუცილებლობა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ipress.ge

Comments
Loading...