კახა კალაძე ისტორიკოსი, ფეხბურთელი და ახლა უკვე პოლიტიკოსი

კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის „დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

განათლება:
2000 წ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:
25.11.2013 – დღემდე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
25.10.2012 – დღემდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 წ. – დღემდე სს „პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 წ. – საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი” დამფუძნებელი
2007 წ. – საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი” დამფუძნებელი

სპორტული კარიერა:517მატჩი 24 გოლი
2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა”
2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი”
1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი”
1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი”

ჯილდოები:
მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ენები:
იტალიური, რუსული, ინგლისური

ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
4bec0f6c10037f281927a5f9190b0a9e

17e90a0862a8de91ec9c98132be0fbf5

Comments
Loading...