კახა კალაძე – პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს რა არის – პარტია თუ ფონდი

პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ არის, რა არის – პარტია, თუ ფონდი, – ასე ეხმაურება ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ”საქართველოს განვითარების ფონდის” ბრალდებებს, რომ რეგიონების მოსახელობას მათთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა.
კალაძეს აღნიშნულში ეჭვი ეპარება და განმარტავს, რომ ხელისშეშლები წარსულს ჩაბარდა.
”მე ამას გამოვრიცხავ, ზოგადად, ხელისშეშლები წარსულს ჩავაბარეთ. დღეს სააქართველოში ისე როგორც არასდროს, არის სიტყვის თავისუფლება, თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები არის დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მივესალმებით ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობს. ეს ასეც უნდა იყოს, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ქვეყაში ყველას ერთი აზრი, ან ერთი პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს”, – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...