კახა კალაძე: ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს
ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ბათუმში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები გააკეთებენ განცხადებას.
ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა.
„ორგანიზატორებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ალბათ, კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდა, აკეთებდა განცხადებებს, რომ რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის, ეს ძალიან მძიმეა
გამოძიება დაწყებულია, შესაბამისი სტრუქტურები ყველა მიმართულებით მუშაობენ და ყველა დამნაშავე, კანონის წინაშე, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა სამართალდამცველებს გმირული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.