კახა კუკავა – “თინა ხიდაშელს ეს ყველაფერი არ უნდა შერჩეს და ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს”

“ეს ხელისუფლება ადგას მარგინალიზაციის გზას და ხალხთან დიალოგს გაურბის. ოპოზიციის მიმართ, გარდა ცინიკური განცხადებებისა არაფერი მოგვისმენია – ეს არის ხელისუფლების დასასრულის ჟამის დამახასიათებელი სიმპტომები… როგორ დაასრულეს შევარდნაძემ და სააკაშვილმა ეს გვახსოვს და ცხადია, “ქართული ოცნებაც” ასე დაასრულებს. დღეს საქართველოს ხელისუფლება არის არაადეკვატური, მთელი ქართული საზოგადოება, მთელიმ ოპოზიციური სპექტრი, მთელი სამოქალაქო საზოგადოება არის ხელისუფლების წინააღმდეგი. 3 წელისადში ეს რომ მოახერხო, მართლა ძალიან ბევრი უნდა დააშავო, “ოცნებამ” 3 წელიწადში შეძლო ხალხისთვის არათუ თავი მოებეზრებინა, არამედ მოეძულებინა”, – აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კუკავა: “აბა, რა ჯანდაბად მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელმაც საშიმშილოდ გამოხადა საქმე და იმდენად ვკიდივარ ფეხებზე, რომ მოსაკითხადაც არ მოდის”.

“საარჩევნო კოდექსის შეცვლის შესახებ “ქართული ოცნების” წინასაარჩევო დაპირებაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიხალისოთ და ანეკდოტები მოვყვეთ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან უსინდისოები. მეტსაც გეტყვით საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხელისუფლების დროს პარლამენტის შენობის წინ იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები ვშიმშილობდით. დღევანდელი ხელისუფლებიდან ამ აქციაში “ეროვნული ფორუმი” და “კონსერვატორები” მონაწილეობდნენ, მათი წარმომადგენლებიც შიმშილობდნენ სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ხოლო “რესპუბლიკელები” და “მრეწველები” ამ აქციას მხარს უჭერდნენ. გესმით, კოალიციაში შემავალი 6 პარტიიდან 4 თავს იკლავდა – არ ვარგა ეს საარჩევნო სისტემა და უნდა შეიცვალოსო. დღეს ირმა ინაშვილი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები ზუსტად იმავე მოთხოვნით შიმშილობენ, ზუსტად იმავე ცვლილებებს ითხოვენ საარჩევნო კოდექსში, რასაც ეს 4 პარტია ითხოვდა სააკაშვილისგან – დიახ, საგარეჯოში გაყალბებული არჩევნების შედეგებსაც აპროტესტებენ, მაგრამ მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ამ 4 პარტიიდან ერთი კაცი არ მისულა ირმა ინაშვილთან, არ უკითხავს რა ხდება, რატომ შიმშილობთო. მორალური პასუხისმგებლობა მაინც არ უნდა იგრძნო, რომ ზუტად იგივე მოთხოვნებით შიმშილობენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები რითაც ადრე შენ შიმშილობდი? მოინახულე მაინც. კარგი ტელეკამერების თანხლებით ვერ მიდიხარ, მაგრამ ღამე მიდი, უთხარი რომ მის მოთხოვნებს მხარს უჭერ, მაგრამ მარტოს არაფრის შეცვლა არ შეგიძლია – პირველ რიგში “ფორუმისა” და “კონსერვატორების” წარმომადგენლებს ვგულისხმობ. არამ, ამასაც არ აკეთებენ და დავასკვენი – ეს ხალხი სააკაშვილის დროს რომ შიმშილობდა მაშინ ფარისევლობდა – საარჩევნო სისტემისა და ანტიდემოკრატიული მმართველობის გამო კი არ ებრძოდა სააკაშვილს, არამედმინისტრებისა და დეპუტატების სავარძლებისთვის. უკაცრავად და სულ ფეხებზე ეკიდათ და ჰკიდიათ ეს ქვეყანა და ხალხი”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩასხდნენ 80 000-ან ჯიპებში, მოიწყვეს კომფორტული ცხოვრება და აღარ უნდათ გახსენება ამავე მოთხოვნით ყალბად რომ ხაოდნენ რამდენიმე წლის წინათ. კარგად ვიცი 2016 წელს რასაც იზამენ. არნახული გაყალბება იქნება, ყველა საშუალებას გამოიყენებენ, არჩევნები რომ მოიგონ, სააკაშვილი მონაგონი იქნება ამათთან თუ, ცხადია, ამის საშუალება მივეცით. ეს რომ ვიცი, იმიტომ ვუჭერ მხარს ინაშვილს. ჩვენ ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ მივედი მათ მხარდასაჭერად. ჩვენ ირმა ინაშვილის მანდატს კი არ ვიცავთ, ჩვენს ხმებს ვიცავთ. ახლა თუ გაუვიდათ და შერჩ ათ ეს გაყალბება, 2016 წელსაც გაუვათ. თუ ინაშვილმა მიაღწია არჩევნებისშედეგების გადასინჯვას, მაშინ 2016 წელს ვერ გაბედავენ ასეთ უნამუსო გაყალბებას”, – მიიჩნევს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.

“სამარცხვინოა, როცა “გაყალბების მინისტრი” პრეზიდენტის მრჩეველს საქმე ურჩევს რატომ მივიდა მოშიმშილეების მოსანახულებლად და მისგან ამ საქციელის მიზეზის დაკონკრეტებას ითხოვს – მეტი რაღა კონკრეტიკა უნდა თინა ხიდაშელს – 200-მდე მხარდამჭერი ლამის მთელი საქართველოს მაშტაბით შიმშილობს, მათთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილიც. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა აბა, რა უნდა ქნას. ცხადია, უნდა მივიდეს მოშიმშილეებთან და სიტუაციაში გაერკვეს. ხიდაშელი ვითომ დიდი ლიბერალი და ადამიანის უფლებების დამცველი იყო და დღეს ისე იქცევა, როგორც კომკავშირელი, თანაც გასული საუკუნის მაუზერიანი კომკავშირელი. სულ რომ გარეწრები შიმშილობდნენ და აბსურდული მოთხოვნები ჰქონდეთ, ხელისუფლები ვალია მივიდეს და დაელაპარაკოს. აბა, რა ჯანდაბად მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელმაც საშიმშილოდ გამოხადა საქმე და იმდენად ვკიდივარ ფეხებზე, რომ მოსაკითხადაც არ მოდის”, – ამბობს კახა კუკავა.

“თინა ხიდაშელი არის “გაყალბების მინისტრი” – რასაც აკეთებდნენ ადრე მიხეილ მაჭავარიანი, ლევან თარხნიშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, იმავეს აკეთებს, მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელია. თინა ხიდაშელს ეს ყველაფერი არ უნდა შერჩეს. საქართველოს სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი ჰყავს და ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს ამ პოსტიდან… ხიდაშელი “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია. ეს პარტია ტავის დროზე შექმნა “კაგებემ” და მისდანაყოფს წარმოადგენდა. ხომ არ დაგავიწყდათ, დავით უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რომ გაწევრიანდა კომპარტიაში? 1992 წელს რუსები რომ შემოვიდნენ ტანკებით გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, აკი “რესპუბლიკელები” შეეგებნენ იმ ტანკებს წითელი დროშებით?! ეგენი არიან კონფორმისტები – არც პროდასავლელები არიან, რასაც იბრალებენ, არც პრორუსები. ჯერ კომუნისტებთან, “მოქკავშირის” დროს კი “მოქკავშირთან” იყვნენ ჩახუტებულები. ახლა ივანიშვილთან არიან თბილად. არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ – არც ნატო და არც ევროკავშირი, რისკენაც ვითომ მიისწრაფვიან – “რესპუბლიკელები” არიან “პროგრანტისტები” – ნატო იძლევა გრანტებს, ამერიკა და ევროკავშირი იძლევა გრანტებს და იმიტომაც მოისხეს პროდასავლური მანტია”, – დასძენს კუკავა.

Comments
Loading...