კახეთში ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინა.
აღნიშნული ობიექტი მდინარე ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კომპლექსის კვლევის დაწყება 2017 წელს აქვს დაგეგმილი, რომელშიც საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები ჩაერთვებიან.

 

kvira.ge

Comments
Loading...