კახი კალაძე: მხატვრული ტანვარჯიშის ლენტების ბიზნესი მაქვს
“ელისო კილაძეზე ნუ გამაკეთებინებთ სერიოზულ კომენტარს. რაგბი არ მაინტერესებს. მხატვრული ტანვარჯიში ხომ იცით? ლენტების ბიზნესი მაქვს და ის მაინტერესებს”, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ვიცეპრემიერი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში დაინტერესებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ“წინასაარჩევნოდ გავლენების გამოყენების მცდელობა შეინიშება”.