კახი კალაძე რუსეთთან შესაძლო სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმება

კახი კალაძე რუსეთთან შესაძლო სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმება

„ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს სურვილი, ვინც ძალიან ხშირად მიემგზავრება რუსეთში და მეტი საშუალება ექნებათ დაბრკოლების გარეშე იმოგზაურონ, ეს მისასალმებელია“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას.

“რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს სურვილი, ვინც ძალიან ხშირად მიემგზავრება რუსეთში და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს მეტი საშუალება ექნებათ დაბრკოლების გარეშე იმოგზაურონ და ეს მისასალმებელია. გამიჭირდება იმაზე საუბარი თუ რას აპირებს რუსეთი, ან რა გეგმები აქვს, თუმცა ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება, პირიქით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ თავისუფლად მოახერხო გადაადგილება”,-განაცხადა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, საუბარია, რომ შესაძალოა რუსთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს და ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილონ.
სოციალური ქსელები
კომენტარები

Comments
Loading...