კალაძე: UEFA-ს მხრიდან გვაქვს თანადგომა
დღეს უეფას სამიტის გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც თბილისი 1-ელ და 2 მარტს უმასპინძლებს, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მნიშვნელოვან საქმესი უეფას მხარდაჭერაც ძალიან მისასალმებელია.
“ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. UEFA-ას ორგანიზებით სამიტი იმართება ჩვენს დედაქალაქში. რომელიც მოიცავს და ეხება ფეხბურთის განვითარებას. ზოგადად სპორტი, ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. შეიძლება ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ გახდეს, მე ახალგაზრდებს ვგულისხმობ, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევე როგორც განათლება და ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი, სპორტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავალი თაობისისთვის და ახალგაზრდებითვის. მივესალმები, რომ UEFA-ს მხრიდან არის თანადგომა და მხარდაჭერა, რომ საქართველოში ეს მიმართულებები გაძლიერდეს”, – განაცხადა კახი კალაძემ.
ipress.ge