“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება:
”აბსოლუტურ უსინდისობად მიმაჩნია რატი გაჩეჩილაძის დაკავება. ჯერ ერთი, კარგად ვიცნობ რატისაც და გვარამიასაც და სრულიად დარწმუნებული ვარ რომ კონფლიქტი გვარამიას პროვოცირებული იქნებოდა, რადგან ნიკა უაღრესად გამოცდილი, შტატიანი პროვოკატორია. მეორე – რა თქმა უნდა არ ვამართლებ და ვგმობ ძალადობას, მაგრამ წინააღმდეგი ვარ შერჩევითი სამართლის – რაც პოლიტიკოსებს მუშტები აქვთ მოქნეული ერთმანეთისთვის, რაღაც ვერ ვიხსენებ ვინმე ამისთვის დაეკავებინოთ… და არც ამერიკის ელჩების შეშფოთებული კომენტარები მახსოვს როცა ეს ბანდა ძალადობდა ქუჩებში… – ბაღათურია
marshalpress.ge