კაცი, რომელიც საკუთარ IPHONE- ზე დაქორწინდა (ვიდეო)


აარონ ჩერვენაკი პირველი ადამიანია, ვინც ლას ვეგასის პატარა ეკლესიაში, საკუთარ სმარტფონზე დაიწერა ჯვარი. ჩერვენაკი ერთგვარ მესიჯს უგზავნის საზოგადოებას: ,,ჩვენ ვიძინებთ და ვიღვიძებთ ჩვენ სმარტფონებთან ერთად; მასთან ერთად ვატარებთ 24 საათს. დილით პირველად მას ვხედავთ. ნუთუ ეს არ ჰგავს ქორწინებას“.

ამ ქორწინებას ოფიციალურად არ ცნობს ნევადის შტატი. არც ის არის ცნობილი ,,პატარძალმა“ მიიღო თუ არა ქმრის გვარი (iPhone ჩერვენაკი), ან სად გაატარა წყვილმა თაფლობისთვე. მათ არც ბავშვებზე უსაუბრიათ, თუმცა არ გაგვიკვირდება მომავალში Apple- ის პატარა iPod nano თუ გამოჩნდება მათ ,,ოჯახში“.

,,რა თქმა უნდა ეს არ არის ისეთი ემოციური, როგორც ადამიანთან ჯვრის წერა. ეს სულ სხვა ემოციური კავშირია. ეს ქორწინებაც სიმბოლურია, რადგან კანონით შეუძლებელია უსულო საგანზე დაქორწინება. ეს პატარა მოწყობილობა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთია, ჩემი სიმბოლური ქმედება, უბრალოდ მის დაფასებას გამოხატავს.“-ამბობს აარონი.

იმედია ,,ცოლი“ ეჭვიანი არ აღმოჩნდება, როდესაც სექტემბრის თვეში iPhone- ის ახალი, უფრო ლამაზი მოდელი გამოჩნდება.

Comments
Loading...